12:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 22:15:46, 1475 ნახვა

კომენტარი
კალაძე ახალგაზრდებს: ყველანი ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვისაა

„ყველანი ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვის არ არის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშა, ამ საკითხზე მმართველი გუნდი პრემიერის ხელმძღვანელობით მთელი დღის განმავლობაში მსჯელობს.

„მე ვსაუბრობ გუნდის სახელით. ჩვენ დილიდან შეკრებილები ვართ პრემიერის ხელმძღვანელობით და მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხზე. ჩვენ ვისმენთ შენიშვნებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და მე მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვის მისაღები არ არის. ეს არის დიდი პრობლემა. შესაბამისად, აქაც თუ მათ აქვთ ინტერესი, ნახონ როგორი მოსაზრება გვაქვს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და რას ვაპირებთ მომავალში, ვთავაზობთ იმ ახლაგაზრდებს რომ შემობრძანდნენ, ჩვენი კარი არის ღია. კედელი არასდროს აღმართულა ჩვენსა და მოქალაქეებს შორის. დასხდნენ ჩვენთან ერთად და მოისმინონ ჩვენი ხედვები და მიმართულებები“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics