12:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 20:15:01, 2160 ნახვა

კომენტარი
ანა სუბელიანი: 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს ჩვენ ერთად ვიდგებით პარლამენტთან

„17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ჩვენ ერთად პარლამენტთან ვიდგებით“, - ამის  შესახებ „თანასწორობის მოძრაობის“  წევრმა ანა სუბელიანმა განაცხადა.

სუბელიანის თქმით, შსს-ს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ დროს და ადგილას უწყება მათ არ დაიცავდა.

სუბელიანის თქმით, ისინი შსს-თან მოლაპარაკების გაგრძელებას აღარ აპირებენ.

„წარმოუდგენელია დღეს ისინი ასე არღვევდნენ ჩვენს უფლებებს და 17 მაისს თითქოს ჩვენი უსაფრთხოება დაიცვან. არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თითქოს 17 მაისის ექსცესების გარეშე ჩატარებით საერთაშორისო საზოგადოებასთან ქულები დაიწერონ. 17 მაისი შედგება აქ. წელს ისე როგორც არასდროს, უნდა ვიყოთ ერთად, ესეც ჩვენი თავსიუფლების ნაწილია”, –განაცხადა  ანა სუბელიანმა.

ცნობისთვის, კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი აპროტესტებს. მათი მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics