11:31 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 19:54:38, 1386 ნახვა

კომენტარი
მერსი ტემბონი: მტკიცედ გვწამს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა

მტკიცედ გვწამს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება არის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა ქვეყანაში - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე  „ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში" განაცხადა .

როგორც მერსი ტემბონმა განმარტა მცირე და საშუალო საწარმოების სექტორს საქართველოში აქვს რამდენიმე გამოწვევა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ფინანსების ხელმისაწვდომობა და აგრეთვე შესაბამისი ფინანსური განათლება.

„საქართველო ძალიან წარმატებულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საკითხში და გვსურს, რომ ეს ტემპი მომავალშიც შენარჩუნდეს. ამის საუკეთესო გზა კი, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაა",  - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში.

მერსი ტემბონის განმარტებით ასეთი ტიპის კონფერენციის  გამართვა ადასტურებს მცირე და საშუალო საწარმოების როლის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკაში. მან იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია დაეხმარება მის  მონაწილეებს არსებული პრობლემების და გამოწვევების   გადაჭრაში რაც შემდგომი სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics