|
2018-05-11 19:47:21, 1687 ნახვა
სამართალი
სასამართლომ სახელმწიფო შენობებში უკანონოდ მცხოვრებ პირებზე შემწეობის გაცემის აკრძალვა არაკონსტიტუციურად სცნო
სასამართლომ სახელმწიფო შენობებში უკანონოდ მცხოვრებ პირებზე შემწეობის გაცემის აკრძალვა არაკონსტიტუციურად სცნო. სასამართლომ არაჰუმანურად მიიჩნია აიძულო ადამიანი არჩევანი გააკეთოს საცხოვრებელ ფართსა და საარსებო საჭიროებას შორის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრების დაცვის არგუმენტით სოციალური საჭიროების მქონე პირების განსხვავება არაგონივრულია. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიუთითა, რომ სოციალური დახმარებით სარგებლობის მიზნებისათვის, თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენდნენ ყველა ის პირი, რომლებიც უნებართვოდ ცხოვრობდნენ სახელმწიფო საკუთრებაში, იმისდა მიუხედავად თუ როდის წარმოეშვათ აღნიშნულ პირებს სოციალური დახმარების მიღების საჭიროება. სადავო ნორმა ზღუდავს სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები პირის სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას, მაშინ როდესაც მონაცემთა ბაზაში სადავო ნორმის ამოქმედებამდე დარეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მყოფი პირები აგრძელებდნენ სოციალური დახმარების მიღებას. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირ პირობებში მყოფი (სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები) პირების ნაწილს ჰქონდა სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობა, ნაწილს კი არა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ დიფერენცირებას არ ჰქონდა გონივრული გამართლება და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი მოახდინოს საკუთარი ქონების ხელყოფის აღკვეთა, რასაც არც მოსარჩელე მხარე არ ხდიდა სადავოდ. თუმცა, ქონების ხელყოფის აღსაკვეთად გამოყენებული ღონისძიების შერჩევისას სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები არ არის უსაზღვრო. კერძოდ, შერჩეული ღონისძიება არ უნდა არღვევდეს ადამიანების მიმართ არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის პრინციპს. ცნობისთვის, მოქალაქე თამარ თანდაშვილის სახელით სასამართლოში სარჩელი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეიტანა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)