20:53 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 13:48:59, 2428 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს არ შევეგუებით

დიდი იმედი მაქვს, რომ ისტორიის ეს თავი დასრულდა და ყველამ მკაფიო გზავნილი მიიღო ჩვენგან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა ირანსა და ისრაელს შორის სარაკეტო დარტყმების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელის სამხედრო ძალებმა გოლანის მაღლობებიდან განხორციელებული იერიშის შედეგად, სირიის ტერიტორიაზე განლაგებული თითქმის ყველა ირანული სამხედრო ბაზა გაანადგურეს.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიზანი სირიაში შექმნილი ვითარების ესკალაცია არ არის, თუმცა ირანის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს არ შევეგუებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ისტორიის ეს თავი დასრულდა და ყველამ მკაფიო გზავნილი მიიღო ჩვენგან“,- აღნიშნა ლიბერმანმა.

ასევე, მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარი გამანადგურებელ გამარჯვებაზე არ არის.

„გვესმის, რომ საქმე გვაქვს უდრეკ მოწინააღმდეგესთან, რომელიც ათწლეულების მანძილზე ცდილობს ჩვენზე დარტყმები განახორციელოს და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ისრაელი ირანს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ სირია ჩვენზე თავდასხმებისთვის ფორპოსტად აქციოს“, - განაცხადა ლიბერმანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics