|
2018-05-10 10:22:08, 1712 ნახვა
სამართალი
გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა
საქართველოს მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. ავიარეისის დაგეგმვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ფედერალური პოლიციისა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ერთობლივი კოორდინაციით განხორციელდა. აღნიშნული მოქალაქეების დაბრუნება მოხდა გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამავე რეისით, რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქე დაბრუნდა. დუსელდორფი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოში დაბრუნდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის საკითხებზე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)