|
2018-05-09 18:12:38, 1848 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს ტრონდ მოეს (Trond Moe) შეხვდა. მხარეებმა განიხილეს აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის საქართველოში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია უახლოეს პერიოდში. „აღნიშნულ პროექტებს შორისაა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შენობების ენერგოეფექტურად მოწყობას და ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ენერგოეფექტურობის ახალი სტანდარტი უნდა დანერგოს ქვეყანაში. აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ზოგადად, ენერგეტიკის, ენერგოეფექტურობის სფეროში. ვთვლით, რომ იგი მნიშვნელოვან პარტნიორად უნდა იქცეს საქართველოსთვის აღნიშნულ სექტორში," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)