11:31 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 00:01:14, 1613 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ეს არ იყო იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომ ივანიშვილი ამის გამო დაბრუნებულიყო

ეს არ იყო იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომ ივანიშვილი ამის გამო დაბრუნებულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება რეფორმების ახალ ტალღას უკავშირდება. 

"კატასტროფა ნამდვილად არ მომხდარა. მიზეზი იყო გაცხადებული. მიზეზი იყო ის, რომ გვინდა, პარტია გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე. ეს უნდა იყოს პარტია, რომელიც აქტიურია არსებითად არამხოლოდ საარჩევნო პერიოდში, საშტაბო რეჟიმში, არამედ, რომელიც არის აქტიური არჩევნებიდან არჩევნებამდე და, რომელიც არის მუდმივად ჩართული პოლიტიკური პროცესის დაგეგმვაში და პოლიტიკური პროცესის მართვაში. ამ კუთხით ნამდვილად არ იყო აუცილებელი, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა ძალიან დიდი როლი შეასრულა. როგორც კი გამოჩნდა ის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამან გაამარტივა იმ სირთულეების მოგვარება, რომელიც იყო „ქართულ ოცნებაში“. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამისთვის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება აუცილებელი არ იყო. ამას შევძლებდით ჩვენ ასეთი ნაბიჯის გარეშეც. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას აქვს სხვა მიზანი. ბევრად უფრო მაღალი და ამბიციური მიზანი. ეს არის საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბება ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics