|
2018-05-08 23:26:31, 1546 ნახვა
კომენტარი
„როდესაც სამართალდამცველები ქმნიან სტატისტიკას და პრეზიდენტს არ აწვდიან, ეს მათი პოლიტიზაციის ხარისხზე მეტყველებს“
„როდესაც სამართალდამცველები დანაშაულის სტატისტიკას ქმნიან და პრეზიდენტს არ აწვდიან, ეს მათი პოლიტიზაციის ხარისხზე მეტყველებს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „იმედის“ ეთერში, შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 3 კვირაა შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს დანაშაულის სტატისტიკას, რათა შეწყალების კომისიის მხრიდან მისი შესწავლა მოხდეს. „შეწყალებასთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს არ არის შავი პიარი, ეს არის პროპაგანდა. როგორ უნდა შევაფასოთ ჩემ მიერ შეწყალება, ამის მაგალითი იყო ის შპარგალკა, რომელიც „იმედის“ ეთერში გამოჩნდა - მავნებელი მარგველაშვილი, რაღაცა რიცხვები, რომ ამდენის შეიწყალა ამდენმა ჩაიდინა დანაშაული და ასე შემდეგ. სამი კვირაა ღიად ვითხოვ, რომ ეს სტატისტიკა იქნას მოწოდებული, რათა ანალიზი გავაკეთოთ, რომელი დანაშაული მეორდება, რა არის უფრო საშიში. ეს სტატისტიკა ჩვენთვის ჯერჯერობით არავის მოუწოდებია. მე ვსაუბრობ იმ უწყებებზე, რომლებმაც შექმნეს ეს სტატისტიკა, ვიღაცებს ჩაუდეს მესიჯბოქსში და ჩემამდე არ მოაქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. გარდა იმისა, რომ ეს საერთო პროპაგანდის ნაწილია, სხვა პრობლემაა, როდესაც შენი სამართალდამცველები ამ სტატისტიკას ქმნიან და შენ არ გაწვდიან, ეს მათი პოლიტიზაციის ხარისხზე მეტყველებს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)