|
2018-05-08 14:28:59, 1521 ნახვა
ეკონომიკა
რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „TAROM” საქართველოში ოპერირებას იწყებს
1 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს რუმინული სახელმწიფო ავიაკომპანია „TAROM”-ი განახორციელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება რუმინული ავიკომპანიისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენლებთან შეხვედაზე მიიღეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, დეა მაჭავარიანმა განაცხადა, რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ტარომთან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებენ და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ქნება წინგადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების კუთხით. "რუმინეთსა და საქართველოს შორის, აქამდე, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არასდროს განხორციელებულა. ივლისიდან ბუქარესტის მიმართულებით, საქართველოს უკვე ორი საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება პირდაპირი ფრენები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუმინეთის დედაქალაქის მიმართულებით სახელმწიფო ავიაკომპანია ტარომი იფრენს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი განახორციელებს. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ავიამიმართულებები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გააღრმავებს", - განაცხადა დეა მაჭავარიანმა. 2018 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოში შემოსული რუმინეთის მოქალაქეების რაოდენობა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24, 5 პროცენტით არის გაზრდილი.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)