|
2018-05-07 13:09:36, 1386 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე ოპონენტებს: ახალი სამართლიანი თამაშის წესები აუცილებლად დადგინდება და ეს იქნება თავსებადი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან
„მინდა მოვუწოდო ოპონენტებს ნუ ხარჯავენ დროს, ახალი სამართლიანი თამაშის წესები საქართველოში აუცილებლად დადგინდება და ეს იქნება თავსებადი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, მთავარი ორიენტირია ევროპული პრაქტიკა და მოქალაქეებისთვის ისეთი თამაშის წესების შექმნა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებში საუკეთესოდ ითვლება. „არ შემიძლია ჩვენს ბევრ ოპონენტს არ გამოვეხმაურო, რომელმაც ჩვენს ინიციატივაზე სხვადასხვა ტიპის სტერეოტიპის მიკერება სცადა. თითქოს ეს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის. აქ ჩვენ ორი სცენარი და ვარიანტი გვაქვს. ან ჩვენი ოპონენტების ეკონომიკური განათლების დონე შესაბამისი არ არის, ან იმ ჯგუფებს, რომლებსაც ახალი რეგულაციები არ სურთ, ისინი მთელს ძალისხმევას არ იშურებენ და მოსახლეობა შეცდომაში შეყავთ. ჩვენ მოქალაქეების, მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ორიენტირი ევროპული პრაქტიკა და მოქალაქეებისთვის ისეთი თამაშის წესების შექმნაშია, რომელიც ევროპაშია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში საუკეთესოდ ითვლება. ამიტომ ოპონენტებს მინდა მოვუწოდო, ნუ ხარჯავენ რესურსებს, ახალი თამაშის წესები აუცილებლად დადგინდება. ეს სამართლიანი და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თავსებადი იქნება", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)