|
2018-05-05 17:28:57, 1637 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: არასდროს ყოფილა საქართველო ისე ახლოს ევროკავშირთან, როგორც დღეს
საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს უნიკალური გაერთიანება მშვიდობასა და დემოკრატიას უზრუნველყოფს. "ევროკავშირის ეს არის უნიკალური გაერთიანება, რომელმაც უზრუნველყო მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, თითოეული მისი მოქალაქის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიის უპირატესობა. ის არის უნიკალური თავისი პერიოდით და განვითარებით. არასდროს არ ყოფილა საქართველო ისე ახლოს ევროკავშირთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ყველა სხვა მიმართულებით, როგორც დღეს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ცნობისთვის, რიყის პარკში დღეს დილიდან ევროპის დღეები იმართება. პარკში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები ტარდება. ევროპის დღეები მოსახლეობას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემაც მიულოცა. ღონისძიებებს მინისტრთა კაბბინეტის სხვა წევრებიც ესწრებიან. 19:00 საათზე რიყის პარკში ნინო ქათამაძის და გერმანული Voice-ის გამარჯვებულის, ნათია თოდუას კონცერტი გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)