05:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 17:26:30, 1673 ნახვა

კომენტარი
აბაშიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ვერც პროკურატურისათვის მიმართვა და ვერც იმპიჩმენტის დაწყება ვერ გაბედა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,  ,,ქართულმა ოცნებამ'' პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ვერც პროკურატურისათვის მიმართვა და ვერც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ვერ გაბედა.

,,დღეს,  პარტია " ქართულ ოცნებას " პრეზიდენტ მარგველაშვილის შიში აერთიანებს. ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლამდე "ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური პარტია, ფაქტობრივად დაიშალა.

სწორედ ამ შიშის გამო იყო ის, რომ მათ არ მისცეს საშუალება პრეზიდენტს მონაწილეობა მიეღო საქართველოს პარლამენტში დებატების ფორმატში. სწორედ ამ შიში გამო, მათ კორუფციასთან დაკავშირებული, უმძიმესი ბრალდება წაუყენეს საქართველოს პრეზიდენტს.

ჩვენს მოწოდობაზე, რომ ან პროკურატურისთვის მიემართათ ამ ბრალდებებთან  დაკავშირებით, ან იმპიჩმენტის პროცედურა დაეწყოთ მათ ფაქტობრივად  ვერაფერი გაბედეს.

ასეთი უკან დახევის ფონზე, მე მინდა ვთხოვო საზოგადოებას კარგად გაანალიზოს და შეაფასოს არსებული ვითარება", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics