|
2018-05-04 18:18:18, 1744 ნახვა
ეკონომიკა
გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ საქართველო სავაჭრო სფეროში წამყვან რეფორმატორთა შორის დაასახელა
საქართველო სავაჭრო სფეროში წამყვან რეფორმატორ ქვეყნებს შორისაა რეგიონში, - ასე მოიხსენია საქართველო გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ UNECE (United Nations Economic Commission for Europe) ტვიტერის საკუთარ გვერდზე. გარდა ამისა, ასეთივე სათაურით გამოაქვეყნა UNECE-მ პრესრელიზი ორგანიზაციის ინტერნეტ-გვერდზე. აქვეა მოყვანილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადება იმისა შესახებ, რომ საქართველო მზადაა, რეფორმების გატარების საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც ამჟამად რეფორმებს ახორციელებენ. აღნიშნული ტვიტი გამოქვეყნდა საქართველოს სავაჭრო სექტორში მარეგულირებელ და პროცედურულ ბარიერებთან დაკავშირებული კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა. კვლევის თანახმად, საქართველო სავაჭრო სფეროში განხორციელებული ლიბერალური რეფორმების გათვალისწინებით რეგიონში ლიდერ პოზიციაზეა, როგორც რეფორმატორი ქვეყანა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. კვლევის პრეზენტაციას დაესწრნენ ევროკავშირის ქვეყნების, თურქეთის, ალბანეთის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)