11:03 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 11:05:53, 1485 ნახვა

ეკონომიკა
ბოლო 4 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში 25 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 36%-ით აღემატება 2017 წლის  ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 59,2 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43% შეადგინა.

ექსპორტის მატება დაფიქსირდა როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: იაპონია - 139% (73122), ჩეხეთი - 90%(21288), დიდი ბრიტანეთი - 89% (40740), ყაზახეთი - 84% (1108938), ნიდერლანდები - 83% (29793), სამხრეთ კორეა 76% (31380), ბელარუსი - 75% (321258), გერმანია - 66% (241540), ლიტვა - 51% (172020), რუსეთი - 47% (16246021), ლატვია - 32% (526380), უკრაინა - 27% (2389280), პოლონეთი - 24% (1012774), ესტონეთი - 19% (1858926), აშშ - 4% (105568) და სხვა.          

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (16246021), უკრაინა (2389280),  ჩინეთი  (1802792), ყაზახეთი  (1108938) და პოლონეთი (1012774).  

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 147-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის 4 თვის მონაცემებს.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 84 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 32%. 

სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 96,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics