03:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 09:24:51, 1568 ნახვა

კომენტარი
შსს-ს წარმომადგენელი: „გირჩის“ წევრები ცდილობდნენ განყოფილებაში შესვლას და შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს

„უნდა გავიგოთ ყველამ, რომ როდესაც პოლიციელი მოქმედებს კანონის ფარგლებში და ასრულებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ყველა მოქალაქე ვალდებულია მას დაემორჩილოს“, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა.

"გირჩის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ პოლიციელებს არ მისცეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება, კერძოდ კი იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც არსებობდა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი. ეს ქმედება მათ გააგრძელეს პოლიციის განყოფილებასთან. ისინი ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, შესაბამისად,  ჩვენ განვახორციელეთ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და 3 ადამიანი გამოვავლინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენაზე“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics