09:41 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 15:20:04, 1803 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია ყველა სახის ნარკოტიკულ საშუალებას არ უნდა შეეხოს

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია ყველა სახის ნარკოტიკულ საშუალებას არ უნდა შეეხოს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტი ფინალურ სტადიაშია.

„ნარკოპოლიტიკა საჭიროებს გადახედვას, ოღონდ არა იმ სახით, რომელიც საზოგადოების ნაწილში არის გავრცელებული, რომ უკლებლივ ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. ნარკოპოლიტიკის გადახედვა ნიშნავს იმას, რომ შემცირდეს მიწოდება და შემცირდეს მოთხოვნა ანუ შემცირდეს ზიანი, მთელი დედა-აზრი ეს არის. მოგეხსენებათ რომ უკვე ფინალურ სტადიაში არის ახალი კანონპრექტი, რომელიც იმედია იმ სახით გამოვა, რომ მთავარი ამოცანა შეასრულოს - მიწოდების და მოთხოვნის შემცირება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics