18:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 14:13:35, 1495 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო ,,რედისონში" გამართულ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

კონფერენციის მიზანი დემოკრატიული საზოგადოებისა და მედიაგანვითარების პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლისა და პრესის თავისუფლების, როგორც ღირებულების აღნიშვნაა. შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

ზურაბ პატარაძემ პროფესიული დღესასწაული მიულოცა მედიის ყველა წარმომადგენელს და აღნიშნა, რომ დღევანდელი მთავრობის პირობებში მედიასთან კომუნიკაცია მხოლოდ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.

შეხვედრის ორგანიზატორებია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო და ორგანიზაცია ,,აირექსი". შეხვედრა უკვე მესამედ იმართება სიმბოლურად, პრესის თავისუფლების დღეს.

შეხვედრას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მედია ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics