09:41 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 11:26:31, 1745 ნახვა

კომენტარი
პრემიერი თამბაქოზე: სიკვდილიანობის მხრივ კატასტროფული მდგომაროებაა - მოვუწოდებ მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ კანონს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს გაგებით მოეკიდონ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 225 შეადგენს, რაც მისივე თქმით, საგანგაშო მაჩვენებელია.

„1 მაისიდან დაიწყო თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონის მოქმედება, რომლის მიხედვითაც საქართველო რეგიონში ხდება მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობა 10% შეადგენს მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოში ეს მაჩვენებელი არის 22%. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, ამიტომ მოვუწოდებ მოქალაქეებს და ვთხოვ, რომ გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები. დადგენილია ემპირიულად მსოფლიოში, რომ ასეთი კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ გაგებით მოეკიდოთ - განსაკუთრებით იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული კანონის აღსრულების ეფექტური კონტროლისკენ მოუწოდა.

‘რა თქმა უნდა მოვუწოდებ შსს-ს ეფექტურად განახორციელოს ამ კანონზე ზემოქმედება და კონტროლი. მაგრამ როგორც შსს-ს განცხადებაშიც იყო ნათქვამი, მოქალაქქეებთან ანამშრომლობა და მათი მხრიდან ამ პრობლემის გაგება თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics