|
2018-05-02 22:59:29, 1698 ნახვა
სამართალი
„იმის გამო, რომ მოქალაქეს დავეხმარეთ, ხულიგნები ვყოფილვართ“ – „გირჩის“ წევრები დიღმის იზოლატორთან მისვლას გეგმავენ
„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარტიის წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. როგორც ჯაფარიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიის წევრები დიღომში, იზოლატორთან მისვლას გეგმავენ. „სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ექვსმა პირმა გადაწყვიტა, რომ მოქალაქე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყფებოდა და ის ნარკოტესტირებაზე უნდა გადაეყვანათ. აღნიშნულ ფაქტს შევესწარით „გირჩის“ წევრები, რადგან ეს ჩვენი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როდესაც პარტიის წევრები სამართალდამცველებთან მივიდნენ და მოქალაქის დახმარება ისურვეს, რეალურად გამოვიდა ისე, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამართალდამცველებმა იმ საწყალი მოქალაქეც და ჩვენი პარტიის ლიდერებიც დააკავეს. შემდგომში გაირკვა, რომ მოქალაქე, რომელსაც ნარკოტიკული ნივითიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ედავებოდნენ, ფხიზელ მდგომარეობაში იყო. იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. ეს აფსურდია. თურმე ჩვენ ვართ ხულიგნები იმის გამო, რომ მოქალაქის დახმარება ვისურვეთ. ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, პარტიის ლიდერები გადაყვანილები არიან დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამ ეტაპზე პარტიის წევრები ოფისში ვიმყოფებით და სამოქმედო გეგმას განვიხილავთ. როგორც კი გეგმა განხილული იქნება, ჩამოვყალიბდებით. იზოლატორთან მისვლას ვაპირებთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)