|
2018-05-02 15:23:19, 2002 ნახვა
ეკონომიკა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ქართველ ექიმებს გაცვლითი პროგრამით საფრაგეთის ჰოსპიტალში მიავლენს
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ქართველ პედიატრებს ფრანგი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საფრანგეთში, „არპაჟონის ცენტრალურ ჰოსპიტალში“ გაგზავნის და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პედიატრიულ განყოფილებაში დაასაქმებს. ქართველი ექიმების ცოდნის გაღრმავების ეს პროგრამა, „არპაჟონის ცენტრალურ ჰოსპიტალსა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის მემორანდუმით არის გამყარებული, რომელიც 2018 წელს გაფორმდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს სამედიცინო გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივ კვლევებს და სხვადასხვა სასწავლო პროექტების ორგანიზებას გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. დაგეგმილი პროექტები დიდ წვლილს შეიტანს ქართველი ექიმების ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში, რაც მნიშვნელოვნად აისახება პაციენტებზე ზრუნვის პროცესებსა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. „არპაჟონის ცენტრალური ჰოსპიტალი“, საფრანგეთში, ქალაქ არპაჟონში 1983 წელს დაარსდა და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მრავალპროფილურ კლინიკას წარმოადგენს. ჰოსპიტალში არსებული კვლევითი ცენტრი და სერვისები მოიცავს მრავალ სამედიცინო მიმართულებას, მათ შორის პედიატრიას, კარდიოლოგიას, ონკოლოგიას, ოფთალმოლოგიას, ოტო-რინო-ლარინგოლოგიას, უროლოგიას, ორთოპედია-ტრავმატოლოგიას, ქირურგიას, და სხვა დაავადებების მართვას. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს და მუდმივად ზრუნავს სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.
(R)
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)