|
2018-05-01 18:29:17, 1830 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტები განიხილა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკსა და ბანკის დელეგაციის სხვა წარმომადგენელებთან საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ენერგეტიკა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. პოზიტიურად შეფასდა პროექტების მიმდინარეობა, რომლებიც შეეხება საქართველოში განახლებადი ენერგორესურსების ათვისებას, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების და გადამცემი ხაზების მშენებლობას. ხაზი გაესვა ერთობლივი პროგრამების და მექანიზმების საჭიროებას ენერგოეფექტურობის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ რესურსებზე წვდომასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და აღნიშნული შესაძლებლობის გაზრდის აუცილებლობაზე. ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს კერძო სექტორის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია. აღინიშნა, რომ საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოები საწარმოო სუბიექტების 90 პროცენტს წარმოადგენენ და მათ მიერ დასაქმებულია ბიზნესსექტორში მომუშავეთა 40 პროცენტზე მეტი. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებას და კლიმატის შენარჩუნების აქტივობებს. 2007 წლიდან, მზარდი ტემპით იქნა დაფინანსებული 21 პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. ასოცირების ხელშეკრულების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერის შემდეგ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააძლიერა მხარდაჭერა და ფაქტობრივად გააორმაგა თავისი საკრედიტო პორტფელი ქვეყანაში, რაც შეადგენს 1.55 მილიარდ ევროს. ეს საქართველოს წარმოაჩენს, როგორც EIB-ის მთავარ ბენეფიციარს აღმოსავლეთ სამეზობლოში ერთ სულ მოსახლეზე.
(NS)
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)