|
2018-05-01 17:21:04, 1679 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირი განაგრძობს ფინანსთა მინისტრის ინიციატივის მხარდაჭერას
ჩვენ მხარს ვუჭერთ ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივებს, რომლებიც ფოკუსირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა დღეს ფინანსთა მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მოახერხოს ყველა მოქალაქის ჩართვა ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდაში, რომელსაც სახელმწიფოს მიერ ინიცირებული რეფორმები შექმნის. „ჩვენ განვიხილეთ ისეთი თემები, როგორიცაა საგარანტიო სტრუქტურის შექმნა საქართველოს ბანკებისთვის, რომელიც უფრო იაფ დაფინანსებას მოიტანს და შეამცირებს ბანკების ხარჯს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რა თქმა უნდა, ასევე, განვიხილავთ სხვა ელემენტებსაც, როგორიცაა მიკრო სესხები და EIB-ის მხრიდან უფრო მეტი იაფიანი დაფინანსების გაწევა საქართველოს ადგილობრივი ბანკების მიმართ, რომელიც ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება განკუთვნილი. საბოლოო ჯამში, ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში აქტიურად გაგრძელდება",- განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა. როგორც მან აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყნისთვის სხვა სტრატეგიულ მიმართულებებთან ერთად, ფინანსურ რესურსებს მიმართავს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რადგან აღნიშნული სექტორის განვითარება ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში დამატებით 250 მლნ ევროს მიმართავს გზების მშენებლობის მხარდასაჭერად.
(NS)
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)