08:49 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 16:40:50, 1605 ნახვა

კომენტარი
საგანელიძე: პოლიტსაბჭოდან წასვლის საკითხი დავაყენე, თუმცა იყო მოსაზრება, რომ ჩემი გამოცდილება პარტიას წაადგება

„საბჭოდან წასვლის საკითხი დავაყენე, თუმცა იყო მოსაზრება, რომ პოლიტიკური ცხოვრების დიდი გამოცდილება მაქვს და პარტიას ეს წაადგება“, - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტაბჭოს სდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა, პრემიერმა, პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ (ბიძინა ივანიშვილი), ასე ბრძანეს, რომ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის. იყო მოსაზრება რომ დიდი გამოცდილება მაქვს მართლაც პოლიტიკური ცხოვრების, არა მარტო „ქართული ოცნების“ პერიოდში, არამედ მანამდეც, მოგეხსენებათ 16 წელი პარლამენტის წევრი ვიყავი და ეს წაადგება პარტიას. ამ შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ხელისუფელების წევრები, მინისტრები პოლიტიკური ფიგურები არიან და ამ შემთხვევაში ფონდის ხელმძღვანელობა აბსოლუტურად არ არის  ინტერესთა კონფლიქტი“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საგანელიძემ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობის დატოვებას აპირებდა, თუმცა სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის შემადგენლობაში რჩება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics