|
2018-05-01 13:29:24, 1701 ნახვა
ეკონომიკა
PSP მომხმარებელს თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს
ცოტა ხნის წინ მედიების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ცალკეული მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია. ეს დანამდვილებით ასეა. გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოსი, ბევრი დასავლური მწარმოებელი თურქეთში სპეციალური ლიცენზიით მედიკამენტებს ამზადებს, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. ამ ლიცენზიით მედიკამენტების გაცემა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რომლის ექსპორტზე გატანა არაა ნებადართული. სამწუხაროდ, თურქეთიდან ამ მედიკამენტების შემოტანის და სააფთიაქო ქსელში განთავსების შესაძლებლობა არ არის. იმ ონკოლოგიური და სხვა ძვირადღირებული მედიკამენტებისთვის, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე სპეციალური ლიცენზიით იწარმოება და დაბალ ფასად იყიდება, PSP მთელს მოსახლეობას უკვე რამდენიმე წელია მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს. მოსახლეობას საშუალება ეძლევა, აღნიშნული სპეციალური დანიშნულების ონკოლოგიური და სხვა ძვირადღირებული პრეპარატების ჩამოტანის სერვისით ისარგებლოს და მედიკამენტები ინდივიდუალური მოხმარებისათვის ყოველგვარი ფასნამატის გარეშე მიიღოს. მომხმარებელმა სპეციალურ ნომრებზე 595 800 814 ან 551 93 44 55 უნდა დარეკოს და ფორმა 100-ის საფუძველზე მედიკამენტი შეუკვეთოს.
(R)
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)