|
2018-04-30 18:58:27, 1721 ნახვა
ეკონომიკა
„PSP“ - წლის რჩეულ ფარმაცევტულ ბრენდად უკვე მეცამეტედ დასახელდა
PSP „ოქროს ბრენდად“ უკვე მეცამეტედ დასახელდა. კომპანიას წლის რჩეული ფარმაცევტული ბრენდის წოდება „Golden Brand”-ის დაჯილოდების ცერემონიალზე მიენიჭა. დაჯილდოების ორგანიზატორი კომპანია GLOBAL IDEA და გაზეთი The FINANCIAL იყო. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, ევროპის ფონდის და მეწარმე ქალთა საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებაზე PSP-ს სპეციალური ჯილდო გადაეცა. „PSP ლიდერი კომპანიაა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. მომხმარებელი 24 წლიანი წარმატებული საქმიანობის ისტორიისა და გამოცდილების მქონე ქართულ კომპანიას ირჩევს. ქართველი მომხმარებლებისათვის 2017 წელი განსაკუთრებული იყო. PSP რებრენდინგის პროექტით „უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“ - საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოვების „სტივი ევორდსის“ გამარჯვებული გახდა. ექსპერტთა და მომხმარებლის აღიარება დამატებითი მოტივაციაა წინსვლისა და ახალი პროექტების შესაქმნელად, რითაც უფრო მეტად გავუადვილებთ მოსახლეობას ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვას“, - აცხადებენ PSP-ში. ”ოქროს ბრენდს” 200-მდე ექსპერტი ავლენს და ის კომპანიები ჯილდოვდება, რომლებმაც წლის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და საზოგადოების მოწონება და აღიარება მოიპოვეს.
(R)
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)