13:50 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 15:16:16, 407 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა, წლების განმავლობაში გამოჩენილი გამძლეობისთვის. 
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის  ადმინისტრაციის  პრესსამსახურიდან აცნობეს. 
"დევნილ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო მართლაც გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინეს. მათ წლების განმავლობაში არნახულ, ენით აუწერელ ტკივილს და დიდ გაჭირვებას გაუძლეს. მართლაც, რაც დასაფასებელია, ისინი ყოველდღიურად მართლაც გმირობას სჩადიან. ჩვენმა ხელისუფლებამ ათასობით დევნილ ოჯახს უკვე გამოუყო ბინა. როგორც კი ახალგაზრდული ოლიმპიადა დასრულდება, მათ კიდევ 16 კორპუსს გადავცემთ საჩუქრად. ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება, რაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეასრულოს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics