|
2018-04-28 18:48:36, 2320 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, თბილისის ისტორიულ უბანში, მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა, რომელსაც დღეს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვაჟიშვილთან ერთად ეწვია. მარკეტზე 30-მდე მეტ კომპანიასა და ინდმეწარმეს ჰქონდა საკუთარი პროდუქცია გამოტანილი. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა მარკეტზე წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, ესაუბრა მეწარმეებს და რამდენიმე სახეობის, სხვადასხვა ქართული პროდუქტიც შეიძინა. ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით გამართული მარკეტის მიზანი ქართველი მეწარმეების და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა. მარკეტზე წარმოდგენილია ჩვენს ქვეყანაში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა, მათ შორის სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, აქსესუარები და სასურსათო პროდუქცია. მარკეტი მეიდანზე 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)