|
2018-04-28 18:33:23, 2150 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: კომპლექსი „თბილისი გარდენს“ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია
„დღეს ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საცხოვრებელი კომპლექსი შეემატა, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითია“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის, „თბილისი გარდენის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ, რომ კომპლექსი ნამდვილად ქმნის ყველა პირობას იმისთვის, რომ ადამიანმა იცხოვროს მწვანე გარემოში და ამავე დროს, მიიღოს ყველა ის აუცილებელი და ცოტა მეტი პირობაც, რომელიც საცხოვრებლად არის საჭირო. მინდა ჩვენს ქალაქს, კომპანიის დამფუძნებლებს, მის მენეჯმენს მივულოცო ეს წარმატებული პროექტი, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ექნება აქ ცხოვრების შესაძლებლობა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად, პირველ ეტაპზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით დაახლოებით 30 მილიონი დოლარი დაიხარჯა. კომპლექსი შექმნა კომპანია BD Property-მ, რომელიც 1,3 მლრდ აშშ დოლარის კაპიტალის მქონე უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის, „Quadrum Property Group“-ის წარმომადგენელია საქართველოში. ამ ფონდს ეკუთვნის ასევე სავაჭრო - გასართობი ქალაქი „ისტ პოინტი.“ კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მხოლოდ „თბილისი გარდენის“ პროექტმა 3000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. „მშენებლობის სექტორი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. 2017 წელს მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.3% იყო. ამასთან, ფიქსირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა მშენებლობის სექტორში - 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ აღნიშნულ სექტორში 294.6 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 114.0%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 15,8 პროცენტია. შესაბამისად, დინამიურად იზრდება მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობაც - 2017 წლის მეოთხე კვარტალში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 11.8%-ით არის გაზრდილი და საანგარიშო პერიოდში ბიზნესსექტორის მთლიანი დასაქმების 11.1 პროცენტს შეადგენს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)