|
2018-04-27 12:03:10, 1633 ნახვა
კომენტარი
კვიციანი: პრეზერვატივებზე რომ წმინდანები დაახატეს, შეურაცხყოფა არ იგრძენით?
„რატომ არ უნდა დავიცვათ ჩვენი რელიგია? იმისათვის არის ეს კანონპროექტი, რომ სასამართლომ განსაზღვროს, რა არის შეურაცხმყოფელი და რა არა“, - ამის შესახებ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა, „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის, სისხლის სამართლის დასჯადობასთან დაკავშირებულ საკუთარ ინიციატივაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ დადგა აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაყენების საჭიროება. „ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან კითხვა – რა არის შეურაცხყოფა, ჩემგან უნდა ისწავლოთ რა არის შეურაცხყოფა?! – შეურაცხყოფა არის შეურაცხყოფა, – მაგალითად პრეზერვატივებზე რომ ჩვენი წმინდანები დაახატეს, შეურაცხყოფა არ იგრძენით? ეს ყველაფერი კეთდება არეულობისთვის, იმისთვის, რომ დაპირისპირება მოხდეს. ეს არის ქართველების გაერთიანების წინააღმდეგ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი, ხატები რომ არ შეურაცხყვეს, იმის გულისთვის 100 ათასი ადამიანი ეწამა და 100 ათასი მოწამე გვყავს. ეს იყო როდის და დღეს რა დაგვემართა?! რატომ არ უნდა დავიცვათ ჩვენი რელიგია, ამისთვის არის ეს კანონპროექტი, რომ სასამართლომ განსაზღვროს, რა არის შეურაცხმყოფელი და რა არა“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა. შეგახსენებთ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანია. იმ მოტივით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დასახვეწია, კომიტეტმა კანონპროექტი კენჭისყრიდან მოხსნა. კვიციანის ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 155-ე პრიმა მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე, ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთ წლამდე. ასევე, კანონპროექტის მიხედვით რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორ წლამდე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)