16:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 12:16:03, 2378 ნახვა

მსოფლიო
სერჟ სარგსიანი მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს

სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა, მმართველი "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის პოსტიც დატოვა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პარტიის ფრაქციის დეპუტატებთან სარგსიანისა და პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის კარენ კარაპეტიანის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„მიღებულია გადაწყვეტილება, დაიწყოს დისკუსიები "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის შეცვლის შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილმა პრემიერმა სერჟ სარგსიანმა შეხვედრის მონაწილეებს განუმარტა საკუთარი გადადგომის მიზეზი, მან „რესპუბლიკური პარტიის“ ფრაქციის მუშაობის სხვა სცენარი წარმოადგინა, რათა პარლამენტში და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნებულიყო", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა ჯერჯერობით არ წარუდგენიათ.

ასევე, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „რესპუბლიკური პარტია“  მზად არის მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

შეგახსენებთ, 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ისინი პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის წარდგენას აპროტესტებედნენ. ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. ამის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, თუმცა,  23 აპრილს სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics