07:55 - 14 Aug, 2026
|
2018-04-24 19:47:56, 776 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს. ადგილზე ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად სულ 390 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა. ხანძრის შედეგად სამი სახლია დაზიანებული. ადგილზე ათეულობით სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს. ასევე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიცია. ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. დაწყებულია გამოძიება. ხანძარი ე.წ მანთაშევის გადასასვლელთან, იტალიურ ეზოში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, თუმცა, ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობლად მდებარე ორ სახლსაც მოედო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)