|
2018-04-24 16:26:41, 1887 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია ლიტვის პოლიციის გენერალურ კომისარს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში გრძელდება. გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის გენერალურ კომისარს, ლინას პერნავასს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. აღნიშნული თანამშრომლობა ორმხრივი ვიზიტებისა და ერთობლივი პროგრამების მეშვეობით, ეფექტიანად ხორციელდება და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორი ქვეყნის საპოლიციო უწყებების შესაძლებლობების განვითარებას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მოწმეთა დაცვის, კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და საექსპერტო–კრიმინალისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგები. ქართული დელეგაციისთვის ლიტვის პოლიციის დეპარტამენტში პოლიციის ახალი მანქანების პრეზენტაციაც მოეწყო. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ლიტვის კრიმინალურ პოლიციას და ექსპერტიზის ცენტრსაც ეწვია.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)