|
2018-04-23 10:21:32, 1770 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებას მომავალშიც გააგრძელებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტს, ჯორჯინა ბეიქერს (Georgina Baker) შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. ფინანსთა მინისტრმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ის პოზიტიური დინამიკა, რაც 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისიდან აღინიშნება ეკონომიკაში. ასევე, განიხილეს ის რეფორმები, რომელთა მიზანია, საშუალო და მცირე ბიზნესის წახალისება, ადამიანური კაპიტალის განვითარება. ფინანსთა მინისტრმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების დაფინანსებისთვის, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა: საფინანსო სფერო, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, კაპიტალის ბაზარი. „შეხვედრაზე განვიხილეთ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და საქართველოს შორის წარმატებით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მოხარული ვარ, რომ პარტნიორობა გრძელდება. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ საქართველოს მხარდაჭერას", - აღნიშნა საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია. მსოფლიო ბანკის კერძო სექტორის ოპერაციები სწორედ IFC-ის მიერ ფინანსდება. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, იგი ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)