|
2018-04-21 11:42:30, 2603 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტს, რობერტ ბლაუს (Robert Blau) შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების სექტორს და მისი გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობის მეორე კომპაქტის მნიშვნელობას, რომლის საფუძველზეც საქართველოში ამერიკული განათლების მიღებაა შესაძლებელი. „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. აღნიშნულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საქართველოში დააფინანსა ბევრი პროექტი, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რასაც ამჟამად ერთობლივად ვახორციელებთ, არის განათლების რეფორმა, რომელიც საქართველოში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტებს სამ პარტნიორ უნივერსიტეტში სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის დარგში. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოყოს დამატებითი დაფინანსება, რათა რაც შეიძლება ბევრ სტუდენტს საქართველოდან, შეეძლოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებზე სწავლის გაგრძელება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, რომელიც უკავშირდება საქართველოში განათლების სისტემის რეფორმას.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)