|
2018-04-21 10:30:04, 1778 ნახვა
სამართალი
ესპანეთის ეროვნული პოლიციის დელეგაციამ შსს-ს დანაყოფების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გენერალური კომისარი - ელოი კუიროს ალვარესი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ესტუმრა. შსს-ს ინფორმაციით, ელოი კუიროს ალვარესმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, „112“-ის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა. ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ერთობლივად ჩატარებული წარმატებული ოპერაციები ხაზგასმით აღნიშნეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და საკანონმდებლო ცვლილებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თავის მხრივ, ესპანელმა სამართალდამცველებმა ქართველ კოლეგებს ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დეტალებიც განიხილეს, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. ესპანეთის ინიციატივით, ასევე, იგეგმება საქართველოში პოლიციის ატაშეს მოვლინება, რაც ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის. დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ესტუმრნენ და მათი მუშაობის სტრუქტურას, აღჭურვილობას და შესაძლებლობებს გაეცნენ.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)