13:51 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 14:14:25, 500 ნახვა

პოლიტიკა
მირო ცერარი: სლოვენია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარს უჭერს

სლოვენია საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარს უჭერს, - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მირო ცერარმა ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ერთობლივი ბიზნესფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მირო ცერარს მადლობა გადაუხადა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის, რაც სლოვენიის საკანონმდებლო ორგანომ 13 მაისს განახორციელა.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული მიმართულებებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სლოვენიელი კოლეგა აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელსაც თბილისი ოქტომბერში უმასპინძლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics