13:34 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 13:40:45, 1464 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს სლოვენიის სატყეო სამსახურის ტყის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრობენ

ტყის მდგრადი მართვის დაგეგმვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს სლოვენიის სატყეო სამსახურის ტყის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრობენ.

საქართველო მიმდინარე წელს იწყებს ტყის ეროვნული დონის ინვენტარიზაციას, რაც აქამდე ქვეყანაში არ განხორციელებულა.  

ინვენტარიზაცია 2019 წელს დასრულდება და საქართველოს ექნება მნიშვნელოვანი მონაცემები ქვეყნის ტყეების მდგომარეობის შესახებ, რაც ტყის მდგრადი მართვის დაგეგმვისა და ტყესთან დაკავშრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს და ამავდროულად ხელს შეუწყობს საერთაშრისო ანგარიშგებას. 

ქვეყნის ტყეების შესახებ განახლებული მონაცემები იძლევა ტყითსარგებლობისა და ტყის მართვის უკეთ დაგეგმვის საშუალებას და ტყის მდგრადად მართვის შესაძლებლობას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე ტყის რესურსებზე მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მხრივ.

სლოვენია  ბუნებრივი ტყეების მართვის საუკეთესო პრაქტიკით გამოირჩევა, განსაკუთრებით ტყის ინვენტარიზაციის, საინფორმაციო სისტემებისა და დაგეგმვის მიმართულებით. 

შეხვედრაზე ტყის ინვენტარიზაციის, ტყითსარგებლობის დაგეგმვის, ტყის შესახებ მონაცემთა მოგროვებისა და მართვის საკითხები განიხილეს.  შეხვედრა  გერმანიის საერთაშორიოს თანამშრომლობის საზოგადოების GIZ მხარდაჭერით გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics