13:35 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 11:28:14, 1772 ნახვა

საზოგადოება
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა, - მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შერავათებით ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, ბორჯომის, მარნეულის, ქარელის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ისარგებლებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების შემსუბუქება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღება.

„მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 14 სოფელი დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში ძალიან ბევრი მრავალშვილიანი დედა, ექიმი, პენსიონერი, ასევე საწარმოები, რომლებიც იქ ფუნქციონირებს, დამატებით შეღავათებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ათი ათასობით ოჯახმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით, რაც უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ ადგილზე მოსახლეობის დამაგრებისთვის, არამედ მთაში ხალხის დაბრუნებისთვის. ეს არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების ამოცანაც გახლავთ. ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. კანონით გათვალისწინებული შეღავათების გარდა, 10 მილიონი ლარი გამოიყო მთიანი რეგიონებისთვის ტრადიციული კულტურებისა და ეკონომიკური მიმართულებების განვითარებისთვის და ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics