|
2018-04-18 18:00:45, 1745 ნახვა
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს დადებითად აფასებს
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ვერნერ ლიპახსა და ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები. აღინიშნა, რომ ბანკი დადებითად აფასებს მათ განხორციელებას საქართველოში, ასევე მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა იმ მიმართულებებზე, რომელთაც აზიის განვითარების ბანკი პრიორიტეტულად მიიჩევს, კერძოდ, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, პროფესიული განათლების პროგრამების მხარდაჭერას და სხვ. საუბარი შეეხო ასევე მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული აზიის განვითარების ბანკი. კერძოდ, საპენსიო რეფორმასა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პირველი მოადგილე, საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)