|
2018-04-18 14:04:23, 1840 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
"ვითიბი ბანკის", როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა დაამყაროს. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად ბანკი მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის. პირველად ქართულ საბანკო სივრცეში "ვითიბი ბანკი" საკუთარ 12 000-მდე ფიზიკურ პირს, პრობლემურ მსესხებელს, აძლევს შესაძლებლობას სესხის მიმდინარე ძირზე და დარიცხულ პროცენტზე მნიშვნელოვანი დისკონტი მიიღონ. ამასთან, პრობლემურ მსესხებლებს ექნებათ შესაძლებლობა ბანკის მიმართ დავალიანების სრულად ანულირება მოახდინონ და მიმდინარე საკრედიტო ისტორია გაიუმჯობესონ. აღსანიშნავია, რომ აქციის პერიოდში ამ სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნა არ განხორციელდება. "ვითიბი ბანკის" საცალო ბიზნესის დირექტორის ვალერიან გაბუნიას ინფორმაციით, ბანკის აღნიშნული წინადადება 2 თვის განმავლობაში მოქმედებს. მისივე თქმით, აქცია ეხება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, როლებიც სამომხმარებლო ტიპის სესხებით სარგებლობენ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული აქცია ერთჯერადია და ის 15 ივნისამდე გაგრძელდება. (R)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


"ვითიბი ბანკის" ახალი შემოთავაზება თავისი კლიენტებისთვის, გულისხმობს იმას, რომ 12000 პრობლემურ მსესხებელს ორი თვის განმავლობაში საშუალება ეძლევა მოახდინონ თავიანთი ვალდებულების განულება ბანკის მიმართ, მნიშვნელოვანი დისკონტით. დისკონტი 30%-დან 90%-მდე მერყეობს. ეს დისკონტი ვრცელდება როგორც სესხის ძირზე, ასევე პროცენტზეც. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს ის პირგასამტეხლო რაც კი დარიცხული აქვთ სესხებზე სრულად გაუნულდებათ. რაც ყველაზე მთავარია, მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ საკრედიტო ისტორია და შეძლონ ჩვენ ბანკთან ან სხვა ბანკებთან საკრედიტო ურთიერთობის ხელმეორედ განახლება. მათი სტატუსი ჩანაცვლდება როგორც - ყოფილი ნეგატიური, რაც ნიშნავს, იმას, რომ ბანკები მათზე სესხების გაცემას ისევ დაიწყებენ. საუბარია იმ მომხმარებლებზე, რომლებმაც მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ბანკში არსებული სესხი ვერ დაფარეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ მომხმარებლებმა არსებული სესხი ამ ორი თვის განმავლობაში უნდა დაფარონ, ვინაიდან დისკონტი არის საკმაოდ დიდი. ამ კომპანიის წამოწყებით, "ვითიბი ბანკი" სცდება ტრადიციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებს და ხაზს უსვამს, რომ მისთვის ყველა მომხმარებელი თანაბრად მნიშვნელოვანია", - განაცხადა გაბუნიამ.



epn.ge (@expressnews.ge)