|
2018-04-17 14:54:18, 1796 ნახვა
სამართალი
გახარია - ბარნოვზე მომხდართან დაკავშირებით უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული
„ბარნოვის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, და გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორიგ გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებში დამნაშავე პირები უმკაცრესად უნდა იყვნენ დასჯილი. „ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რათქმაუნდა უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. მოგეხსენებათ, რომ მსჯავრი წარდგენილია მძიმე მუხლით, რაც 16 – დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი“, - განაცხადა შს მინისტრმა. შეგახსენებთ, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა. ბაქრაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)