|
2018-04-16 15:19:56, 1899 ნახვა
ეკონომიკა
ბანკები სამართლიანი თამაშის წესებს თანხმდებიან
„დღევანდელი შეხვედრა თავისი შინაარსიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ფინანსთა მინისტრისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას. ზურაბ გვასალიას განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროსა და საბანკო სექტორს შორის საკმაოდ საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ დაანონსებულ პროექტებს, რომლებმაც მცირე ბიზნესის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს. „საუბარი შეეხო ჭარბვალიანობასაც, რომელიც ქვეყანაში სერიოზულ პრობლემად შეიძლება ჩამოყალიბდეს და რომელმაც უკვე მიიღო ის მასშტაბები, როდესაც სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს. ბუნებრივია საბანკო სექტორი ამაში აქტიურად იქნება ჩართული“, - განაცხადა ზურაბ გვასალიამ. საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ყველას ინტერესშია, იმ პარამეტრების დროულად გამოვლენა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ და საბანკო სექტორმა ერთობლივი მუშაობით უნდა აღმოფხვრას არსებული პრობლემები.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)