|
2018-04-16 11:25:31, 1661 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მთავრობის რეფორმები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის არის მიმართული
დიახ, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში გატარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, საპენსიო რეფორმა; კაპიტალის ბაზრის რეფორმა; საჯარო-კერძო პარტნიორობის ეფექტიანი სქემის შექმნა; მიწის რეფორმა და სხვა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქუმსიშვილის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პროგრამის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება, არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა იყო ამბიციური. „ყველა ეს რეფორმა ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისკენ არის მიმართული, რაც რა თქმა უნდა დღეს არსებული მოწყვლადობების აღმოფხვრას უზრუნველყოფს. ეს კი, როგორ ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მინისტრმა ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, პროგრამის წარმატებით მიმდინარეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის და იგი თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იქნება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)