05:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 10:39:30, 1808 ნახვა

კომენტარი
ალექსანდრე დარახველიძე: ვეფხია ბაქრაძეს ე.წ. უდოს კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი 6-ჯერ უთხრა

ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ე.წ. უდოს კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი 6-ჯერ უთხრა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით,  კომისიამ ჩათვალა, რომ ბაქრაზე საჭირო კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, რადგან, დანაშაულის ხასიათი და მომავალში მისი განმეორებით ჩადენის რისკი არსებობდა.

„ჩავთვალეთ, რომ არ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს რა კრიტერიუმებიც არის დადგენილი. დანაშაულის ხასიათი, ეს არის ის კრიტერიუმი, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს საბჭო. ეს არის მისი წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ასევე დაწესებულებაში ქცევა. ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და ვაფასებთ იმ საკითხს, რამდენად არსებობს რისკი, რომ განმეორებით იქნას ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ყველა ჯერზე საბჭომ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება“,- განაცხადა დარახველიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას დღეს გააკეთებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics