|
2018-04-15 10:28:42, 1710 ნახვა
სამართალი
შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.გ. და 1982 წელს დაბადებული ბ.მ., გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით, ზესტაფონში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წელს, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან, ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულ - 1984 წელს დაბადებულ ნ.ქ.-სთან ერთად, ზესტაფონში ერთ-ერთი მოქალაქე ხელკეტით სცემეს. ისინი მოქალაქეს ქურდული გარჩევის გზით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და მუქარით, 15 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხას უკანონოდ სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ნ.ქ. მიმდინარე წლის თებერვალში, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება გამოძალვის და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე და126-ე მუხლებით).
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)