12:05 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 16:53:01, 492 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი რიგაში, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა.

Guardian, El Mundo, Frankfurter Allgemeine Zeitung, La Vanguardia, - ეს იმ გამოცემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებს დღეს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდნენ.

მინისტრებმა ცნობილი მედიასაშუალებების 20-მდე ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხეს. ინტერვიუს მთავარი თემები საქართველოს ევროპული მისწრაფებები, რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები და სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics