|
2018-04-12 23:17:55, 1860 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: სტარტაპების დაფინანსება მნიშვნელოვანია, სხვაგვარად ვერ მივაღწევთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც მოქალაქეებზე აისახება
სტარტაპების დაფინანსება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სხვაგვარად ვერ მივაღწევთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე აისახება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, სასტარტო კაპიტალის რეფორმის ხელშეწყობა ეხება რამდენიმე ჯგუფს. „პირველი ესაა - საშუალო და მცირე ბიზნესი, მეორე - ესენი არიან ჩვენი ახალგაზრდები, სტარტაპერები და მესამე ჯგუფი - ესენი არიან ჩვენი ემიგრანტები. სტარტაპების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში დღეს არსებობს ყველა რესურსი იმისა, რომ ადგილობრივი ინტელექტუალური ცოდნა გაიყიდოს საერთაშორისო ბაზარზე. 21-ე საუკუნე არის ციფრული ეკონომიკის ეპოქა და ჩვენ თუ ამ სექტორში არ გვექნება წარმატება, ვერც ქართული ეკონომიკა იქნება წარმატებული. მით უფრო, რომ ჩვენს ახალგაზრდებში არის ის ენერგია და ის ცოდნა, რომ მათ ეს სექტორი განავითარონ," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმა შეეხება ემიგრანტებს. „მესამე ჯგუფი, რომელსაც ეს პროგრამა უნდა შეეხოს, არიან ჩვენი ემიგრანტები. ეს არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არის ძალიან შემოქმედი, რომელმაც დააგროვა მძლავრი ადამიანური კაპიტალი. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შევქმნათ ისეთი გარემო საქართველოში, მათ შორის, სასტარტო კაპიტალის მიწოდების, საგადასახადო რეჟიმის თვალსაზრისით, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ სამშობლოში და დაიწყონ ეკონომიკური აქტივობა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)