|
2018-04-12 18:05:47, 1876 ნახვა
სამართალი
შსს-მ 9 კილოგრამი „ჰაშიშის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა გ.კ. თბილისში, DHL-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ამანათის სახით მიღებული, პირველადი ინფორმაციით, 9 კილოგრამი „ჰაშიში“ ამოიღო, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ამანათი ნეპალიდან გერმანიის გავლით არის გამოგზავნილი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლით მიმდინარეობს.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)