|
2018-04-12 15:41:24, 1519 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: იმ საკითხებზე, რაზეც საუბარია Freedom House-ის ანგარიშში პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ იყო საუბარი
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი Freedom house- ის ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ კრიტიკულ საკითხებზე, რაც Freedom house- ის ანგარიშშია მოხვედრილი და შეფასებულია უკუსვლა, პრეზიდენტი ხშირად მიუთითებდა. "ის საკითხები, რაზეც საუბარია Freedom house- ის ანგარიშში და შეფასებულია უკუსვლა, არაერთხელ, ჯერ კიდევ, ამ პრობლემების ადრეულ ეტაპზე, ხაზგასმულ იქნა პრეზიდენტის მხრიდან, რომ ამ მიმართულებებით იყო ეს სასამართლო, მედია თუ ა.შ. ქვეყანას ჰქონდა სერიოზული გამოწვევები და რომ ეს თემები იყო მისახედი. სამწუხაროა, რომ არ მოხდა ამ მიმართულებით საკითხების გადაჭრა და ახლა უკვე ამ თემებზე ღიად და კრიტიკულად საუბრობს საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია. ბუნებრივია, Freedom house- ის მოსაზრებებს სერიოზულად ადევნებენ თვალყურს ჩვენი პარტნიორები და ეს არის ყურადსაღები ჩვენთვისაც. კიდევ ერთხელ ძალიან სამწუხაროა, რომ თემები, რაზეც საუბრობს პრეზიდენტი, რაზეც საუბრობს ქვეყნის შიგნით არაერთი აქტორი, რომ არის პრობლემები და არ ხდება ამ პრობლემებზე დროული რეაგირება და ეს პრობლემები კიდევ უფრო სერიოზულ რეზონანსს იძენს, როგორც ეს მოხდა Freedom house- ის ანგარიშში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)